იტვირთება

მოძებნე აქ

მსოფლიო სამართალი

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1366-მდე გაიზარდა

mako gomarteli February 13, 2020
გაზიარება

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 298 ადამიანი იმსხვერპლა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 1366 შეადგინა. ინფიცირებულია 59786 ადამიანი, 5899 კი გამოჯანმრთელდა. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.