იტვირთება

მოძებნე აქ

საზოგადოება

ექიმი – შოკი მოხსნილია. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია

admin December 22, 2019
გაზიარება

ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ კვაჭაძის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმის განცხადებით, პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები ამ დროისთვის ნორმის ფარგლებშია.
“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. რჩება მართვით სუნთქვაზე, სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ცვლილებები ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. მიღწეულია ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია, ანუ შოკი მოხსნილია. სასიცოცხლო პარამეტრები, ამ დროისთვის, ნორმის ფარგლებშია,” – განაცხადა ექიმმა.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარუდგინა.
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მსჯელობს.

წყარო

ტეგები: