იტვირთება

მოძებნე აქ

პოლიტიკა

ჯონდო მდივნიშვილი : ლაგოდეხს ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვმართავთ

mako gomarteli February 8, 2020
გაზიარება

გუშინ ,სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა ერთგვარი ჩელენჯის სახე მიიღო. ფოტოსესიის მთავარი გმირი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშილი გახდა . მაღალჩინოსანის ან მისი ქვეშებრდომების მიერ გავრცელებულ სურათს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მიხედავად იმისა რომ საზოგადოების უმრავლესობა ფაქტმა არ გააღიზიანა არამედ გაახალისა , თუ ვინ რა ვითარებაში და რა მიზნით ატვირთა მერის ფოტო თავად მდივნიშვილი კომენტარს არ აკეთებს.

ბატონო ჯონდო როგორია ერთ დღეში მოსული პოპულარობის გემო?

– მე მეცინება ამაზე თქვენ არა? არავითარი პოპულარობას მე არ ვგრძნობ, საქართველოში მიმდინარე ყველა მოვლენაც კი გადაიფარა იმ ფოტოებით და შემდეგ სხვა ფოტოებით რომელიც მოსახლეობის ფანტაზიას მოყვა. ჩემთვის მთავარია იმ ხალხთან ცნობადობა ვისთანაც ანგარიშვალდებული ვარ , ლაგოდეხის მოსახლეობასთან , ჩემთვის ესეც სრულიად საკმარისია და მეტის სურვილი არ მაქვს.

– ამბობენ რომ ეს შიდა საზარეულოა, თქვენ რეგიონში კორუფციას ებრძვით და იმდენად პატიოსანი ადამიანი ბრძანდებით რომ ამით მმართველ გუნდს აღიზიანებთ

– ეს ვიღაცის ფანტახიის ნაყოფია , ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ, რაც ლაგოდეხში გაკეთდა მარტო ჩემი კი არა გუნდის ერთად მუშაობის დამსახურებაა, ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვმუშაობთ მთელი გუნდი. ასე ვმუშაობდით სულ. ისე რომ გითხრათ ძალიან დაღლილი ვარ , ერთ დღეში მოვიარე მსოფლიო , მელანია ტრამპს შევხვდი , ტრავოლტასაც მთვარეზეც ვყოფილვარ თურმე მაგრამ იქ როგორ მოვხვდი არ მახსოვს . თან მოვასწარი 2 სამუშაო შეხვედრა და საკმაოდ გადავიღალე , დღეს თავს უფლება მივეცი რომ დავისვენო.

– ეს ისტორია საიდან დაიწყო? ვისი იდეა იყო? და თუ იცით რა რეაქცია მოყვა მაღალ ეშელონებში ?

– ყველაფერი ხდება , არ ვიცი ვინ და რატომ. პრეტენზია ვის უნდა ქონოდა ჩემი პირადი გვერდია , რაც შეეხება ფოტოშოპია თუ არა, ვინ დადო და რატომ ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ.

– თქვენ ხომ დადეთ ეს ფოტო თქვენს გვერდზე?

– ნუ ცდილობთ ახლა ეს მათქმევინოთ. ამაზე არ ვაკეთებ კომენტარს . დღეს დავისვენებ და ხვალ მიუხედავად იმისა რომ კვირაა მუშაობას ისევ ისე გუნდურად და შემართებით შევუდგებით.