იტვირთება

მოძებნე აქ

Uncategorized

სამეგრელოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

mako gomarteli March 25, 2020
გაზიარება

ზუგდიდში მცხოვრებ 67 წლის მამაკაცს კორონა ვირუსი დაუდგინდა. გავრცელებული ცნობით მამაკაცი თურქეთში მოგზაურობდა და სამშობლოში 20 მარტს დაბრუნდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რომლის წესებიც არ დაურღვევია თუმცა გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა. საეჭვო სიმპტომების გამო ექიმებმა მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიას გამოსაკვლევად დილას გადმოუგზავნეს და რამდენიმე წუთის წინ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.