იტვირთება

მოძებნე აქ

საზოგადოება

სოზარ სუბარი : “პრობლემებს ყოველწამიერად ვაგვარებთ”

admin March 25, 2020
გაზიარება

რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის, ასევე იმ სხვა მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს, რომლებსაც აღნიშნულ რაიონებში სხვადასხვა საკითხზე ჩასვლა უწევდათ, პრობლემებს ყოველწუთიერად უგვარებენ.

„ხუთი წუთი არ გავა, რომ სამუშაო ჩატში, რომელიც გვაქვს, რამე პრობლემა არ ჩავარდეს და ყველა ასეთი პრობლემა გვარდება. სასწრაფო დახმარების მანქანები შედის პერიოდულად, ვიღაც გეგმურ ოპერაციაზე იყო ჩაწერილი რომელიმე საავადმყოფოში. ვეკითხებით ექიმებს, გადადება შეიძლება? თუ შეიძლება გადადება, კარანტინის დამთავრებამდე გადავდებთ. თუ არ შეიძლება, ვაძლევთ უფლებას. მიდიან, ოპერაციას იკეთებენ. მაგალითად, თეთრიწყაროდან დადიოდა დიალიზზე მარნეულში, ბოლნისიდან დადიოდა მარნეულში. ბოლნისიდან ისევ დადის, თეთრიწყარო გადავამისამართეთ სხვაგან. არ არსებობს პრობლემა, რომელიც ძალიან სწრაფად არ გვარდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარნეულსა და ბოლნისში იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნენ.