იტვირთება

მოძებნე აქ

პოლიტიკა

ჭიათურაში აქცია მიმდინარეობს

mako gomarteli February 18, 2020
გაზიარება

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა საპროტექსტო აქციას მართავს. მათ შუქრუთის მაღაროს შესასვლელი აქვთ გადაკეტილი და მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის” მძიმეწონიანმა მანქანებმა მათი საცხოვრებლები დააზიანა, დაბზარულია კედლები, ნაპრალებია გაჩენილი მიწის ნაკვეთებზე. მოსახლეობა კომპანიას კომპენსაციას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობამ აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართა, რა დროსაც მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა უშედეგოდ.