იტვირთება

მოძებნე აქ

მსოფლიო

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

admin March 25, 2020
გაზიარება

უკრაინის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი 24 აპრილამდე გაახანგრძლივა და საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

საგანგებო სიტუაციის რეჟიმი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობში იმოქმედებს, საჭიროების შემთხვევაში კი საგანგებო ზომები გახანგრძლივდება.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 113 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 16 ბოლო ერთ დღეში.

გარდაცვლილია სულ ოთხი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.